საქართველო წარმატებულად ვაჭრობს: წლის დასაწყისიდან ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა

© AP Photo / Efrem Lukatskyფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპორტი მედიკამენტების, სპილენძის კონცენტრატებისა და მინერალური წყლის გატანის ხარჯზე გაიზარდა, ხოლო საქართველოში გაიზარდა ხორბლის, კომპიუტერებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. 2017 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 28,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით გაიზარდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

„საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21,5%-ით (146 მლნ აშშ დოლარი). 2017 წლის იანვარ-აპრილში 19,3%-ით (64 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც", — ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, ხოლო იმპორტი 3,8%-ით. საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 20,1 მილიონი აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მაისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტის ჯგუფებს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი.

ღვინო - Sputnik საქართველო
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 15%-ით აღემატება.

2017 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0