საქართველოში პოლიციელები გადამზადების კურსს გაივლიან

© FB / Патрульная полицияსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოლიციელები თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას გაივლიან.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი ეტაპობრივად გაივლიან სპეციალურ გადამზადებას. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: პოლიციელების მუშაობა ფასდაუდებელია

გადამზადების კურსი ორ ეტაპად ჩატარდება — თეორია და პრაქტიკა. თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში მომზადებას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ტაქტიკურ პოლიციურ, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლების გადამზადების იდეაზე მღებრიშვილმა პირველად გასულ კვირაში ისაუბრა. მინისტრის თქმით, გადამზადების კურსი შსს-ს აკადემიამ შეიმუშავა.

კურსის გავლის შემდეგ ყველა პოლიციელს გამოცდების ჩაბარება მოუწევს. ის პოლიციელები, რომლებიც გამოცდების ჩაბარებას თუნდაც მეორე მცდელობაზე ვერ შეძლებენ, სამსახურიდან გათავისუფლდებიან. 

2016 წლის მონაცემებით, შსს-ში ამ ეტაპზე 32 ათასი პოლიციელი მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0