საქართველოს პრეზიდენტი: პოლიციელების მუშაობა ფასდაუდებელია

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილმა ისაუბრა ქართველი პოლიციელების გაწეული სამსახურის მნიშვნელობაზე, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ პოლიციელებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა და წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ქართული პოლიციის დღე წელს 31 მაისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაიმართა აღლუმი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ქვედანაყოფების მონაწილეობით, ასევე წარმოდგენილი იყო სამინისტროს განკარგულებაში არსებული ტექნიკა.

შს მინისტრი საზეიმო ღონისძიებაზე - Sputnik საქართველო
შსს: საქართველო დღითიდღე უსაფრთხო ხდება

"ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად — სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ", — ნათქვამია მარგველაშვილის მილოცვაში, რომელიც მისი ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფოს მეთაურმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.

პოლიციის დღე საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს და ორი წლის განმავლობაში ეს დღე 6 მაისს აღინიშნებოდა — წმინდა გიორგის ხსენების დღეს, რაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა. მას შემდეგ დღესასწაულის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა; თარიღს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0