საქართველოში ოქროს მედალი 1800-მა სკოლადამთავრებულმა მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლადამთავრებულებისთვის სკოლის ატესტატების გაცემა 21 ივნისიდან დაიწყება, 3 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ოქროს მედალზე სკოლა 1861-მა სკოლადამთავრებულმა დაამთავრა, მათგან 588 თბილისში.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ სკოლადამთავრებულებს ოქროს მედლები განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა  გადასცეს.

საქართველოს სკოლებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს მთავრდება. 2017 წელს პირველკლასელებმა სწავლა 20 მაისს დაასრულეს, ხოლო II — XII კლასის მოსწავლეებმა — 15 ივნისს. 

საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

წელს სკოლა 40 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. მათთვის „ბოლო ზარი“ 19 მაისს დაირეკა. ეს დღე საქართველოში, ტრადიციულად, კონცერტებით და სხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

სკოლადამთავრებულებმა 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის გამოცდები ჩააბარეს. უცხო ენასა და ბიოლოგიაში გამოცდები 22 მაისს ჩატარდა, ისტორიასა და ფიზიკაში — 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს, ხოლო ქიმიაში — 25 მაისს.

21 ივნისიდან სკოლადამთავრებულები სკოლის ატესტატებს მიიღებენ.

ახლა ბევრი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის — ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.

ყველა ახალი ამბავი
0