გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

© photo: Sputnik / Fuad Gasanovსაგამოცდო სესია
საგამოცდო სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტები გამოცდებს 3-27 ივლისს ჩააბარებენ.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი. გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.

მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 41,2 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი აუცილებელი საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა, ასევე ერთი გამოცდა შერჩევით.

3-4 ივლისი — ქართული ენა და ლიტერატურა;

6-7 ივლისი — ზოგადი უნარები;

10-11 ივლისი — უცხო ენა;

12 ივლისი — გეოგრაფია;

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდების განრიგი

13 ივლისი — მათემატიკა;

14 ივლისი — ლიტერატურა;

17 ივლისი — ისტორია;

18 ივლისი — ბიოლოგია;

19 ივლისი — ქიმია;

25 ივლისი — სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი — ფიზიკა;

26 ივლისი — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი — სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

წელს საქართველოში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გამოცდები ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტები კითხვებს ელექტრონული სახით მიიღებენ, ხოლო პასუხებს წერილობით გასცემენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს სიახლე 2016 წელს დანერგა, რათა ტესტების ბუკლეტები საზღვარგარეთ არ დაბეჭდილიყო, რამდენადაც ეს მთავრობას ძვირი უჯდება.

2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 38,5 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0