საჩუქარი ჩინეთიდან: საბაჟო ტექნიკას რუსეთთან საზღვარზე დაამონტაჟებენ

© FB / Ministry of Finance of Georgia"ყაზბეგის" საბაჟო
ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების რეალიზებაში დახმარებას უწევს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. 

2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი დანადგარის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 2017 წლის მაისში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველო ჩინეთის მეგობრობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა მეგობრობის დღე აღნიშნეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი).

გარდა ამისა, ჩინეთმა საქართველოს 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5,2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი გამოუყო 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.

აღნიშნული სახსრებით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0