საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოვა

© RIA Novosti . Александр Кряжевსეული
სეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის საქართველოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დაინტერესების იმედი აქვს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრო ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ კორეაში 16-17 ივნისს გაიმართება. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2016-2017 წლებში ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

სატვირთო - Sputnik საქართველო
აჭარაში სატრანზიტო ტრანსპორტისთვის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით. აღნიშნულ პროექტს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი აზიის განვითარების ბანკთან ერთად აფინანსებს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოც არის. 

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა. 

კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

ბანკის შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს. მისი საწესდებო კაპიტალი 100 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0