აჭარაში სატრანზიტო ტრანსპორტისთვის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

© Flickr / Ray Forsterსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ საქართველოში სატრანზიტო ტვირთბრუნვა გაიზარდოს, ქვეყნის ხელისუფლება ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს.

თბილისი, 26 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და  რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. 

პროექტის ფარგლებში  აშენდება ორზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. 

გზა საფარისკენ - Sputnik საქართველო
გზა უძველეს მონასტრამდე განახლებულია

„ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად გატვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას“, — აღნიშნავენ დეპარტამენტში.

პროექტს, ერთობლივად აფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე  გამოცხადებულია.  სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის ნაწილია, რომელიც  ქვეყნის სივრცითი განვითარებას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0