პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში გაიმართება

© photo: courtesy of Georgian State Pantomime Theaterსაქართველოს პანტომიმის თეატრის მიმი
საქართველოს პანტომიმის თეატრის მიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ფესტივალის სტუმრებს ორიგინალური შოუ და დიჯეების გამოსვლა ელოდებათ.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში 17-21 ივნისის პერიოდში ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილია სპექტაკლების, პერფორმანსების ჩვენება და მასტერ-კლასების ჩატარება. ფესტივალი 9 აპრილის პარკში ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამაში შედის "შალიკაშვილი-ფეტვიაშვილი შოუქეისი" — შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით დადგმული ორიგინალური შოუ-პერფორმანსი, რომელშიც გამოყენებული იქნება ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შექმნილი ფერადი კოსტიუმები.

ფესტივალის სტუმრები ასევე იხილავენ პანტომიმის თეატრის მსახიობის ანუკა მურვანიძის ბოდი-არტ პერფორმანსს.

ფესტივალის სპეციალური სტუმარია ესპანური პანტომიმის თეატრი Lamajara Collective, რომელიც წარმოადგენს დადგმას Al Voltant ("ირგვლივ"). Al Voltant – ორ სხეულში არსებული ორი სამყაროს შესახებ პლასტიკის ენაზე მოთხრობილი ამბავია სიყვარულის, თანაგრძნობის, გამოცდილების, მოძრაობის, სპონტანურობის, სიახლოვისა და განშორების თაობაზე.

ფესტივალის მუსიკალური ნაწილი, კონკრეტულად დიჯეების ქსელი ღონისძიებაზე კომპანია Cantsleep-თან თანამშრომლობის საფუძველზე გაიმართება. აღნიშნული კომპანია სპეციალიზებულია ელექტრონული მუსიკის არტისტებზე.

ქართული ღვინო - თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
სიყვარულის ქალაქი „გურმან ფესტი 2017"-ს უმასპინძლებს

ფესტივალის ფარგლებში დაუკრავენ დიჯეები Justus Kohncke, Toke, Levan Shanidze, Micro Bax, Digital Groove Affair და Will Gates.

ღონისძიების სიახლე იქნება პანტომიმის თეატრის ახლადშექმნილი ბენდის — Pantomime Theatre Music Band გამოჩენა.

ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს დაარსდა. ამ დროის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღეს თეატრალურმა კოლექტივებმა და მიმებმა პოლონეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალი ზედიზედ მესამედ ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0