სიყვარულის ქალაქი „გურმან ფესტი 2017"-ს უმასპინძლებს

© Sputnik / Levan Avlabreliქართული ღვინო - თბილისობის დღესასწაულზე
ქართული ღვინო - თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიღნაღში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინო, ლუდი, ყველი, ხილი, ჩირი და სხვა ქართული წარმოების პროდუქცია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი "გურმან ფესტი 2017" სიყვარულის ქალაქში – სიღნაღში 17 ივნისს ჩატარდება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და მისი გაყიდვის ხელშეწყობაა.

საქართველო, ანაკლია - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად ბიზნეს-ფესტივალი „ანაკლიობა" გაიმართება

ფესტივალი სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე 12:00–დან 19:00 საათამდე გაიმართება.

ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, ლუდი, ხილი, ჩირი და სხვა პროდუქცია.

სტუმრებს ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ და შეიძინონ სუვენირები, მოისმინონ ფოლკლორული მუსიკის კონცერტი. ფესტივალის პატარა მონაწილეებს სპეციალურად მათთვის მომზადებულ გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

ღონისძიება გაიმართება სიღნაღის საიონული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, მოძრაობა KAR.GE–ს მხარდაჭერით. ორგანიზატორია ღონისძიებების მართვის კომპანია ArtYard Co.

ყველა ახალი ამბავი
0