განსხვავებული პროფესია და სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფი, რომელიც ხის მშვილდებს ქმნის

გამოწერა
მშვილდი უძლიერესი და უძველესი იარაღია. საქართველოში ერთ–ერთი უძველესი აღმოჩენილი მშვილდი დაახლოებით ჩვენს ერამდე 10 000 წლით თარიღდება.

თუმცა ბოლო საუკუნეებში ამ იარაღმა პოპულარობა დაკარგა. დღეს კი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც სურს მშვილდის პოპულარიზაცია კვლავ მოახდინოს საქართველოში. დავით კულუმბეგაშვილს ბავშვობიდან მოსწონდა მშვილდები, არბალეტები, შურდულები. ერთ დღესაც გატაცებას სერიოზული სახე მიეცა და…

© დავით კულუმბეგაშვილის პირადი არქივიდავით კულუმბეგაშვილი
დავით კულუმბეგაშვილი - Sputnik საქართველო
დავით კულუმბეგაშვილი

— პროფესიით სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფი ვარ. მაქვს 29 წლიანი სტაჟი. ამიერკავკასიის 12 გზის აბსოლუტური ჩემპიონი და სხვა საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი ვარ. 12 წლიდან ვარ ცეკვის სამყაროში. ცეკვა ჩემთვის ჰობიც იყო და პროფესიაც.

-სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ, როდის შეგეყარათ „მშვილდომანია“?

— დღეს ჩემი ჰობი რადიკალურად განსხვავებულია ჩემი საქმიანობის სფეროსგან. მშვილდებით დაახლოებით ექვსი წლის წინ დავინტერესდი. ერთხელ ეზოში ბავშვს გავუკეთე სათამაშო მშვილდი. ჩვეულებრივ ჯოხზე თოკი იყო გადაჭიმული. იმ ბავშვმა თავისი მეგობრები მოიყვანა, უფროსი ბიჭები, იმათაც უნდოდათ მსგავსი სათამაშო. რადგანაც უფროსები იყვნენ მეხამუშა უბრალო მშვილდის ჩუქება და ვეცადე ცოტა სერიოზული გამეკეთებინა, რაც იმ ბიჭების ასაკს შეეფერებოდა. ამ მშვილდებმაც საკმაო გამოხმაურება ჰპოვა უბნის ბავშვებში. ეს გულწრფელი სიხარული იმდენად პოზიტიური იყო ჩემთვის, რომ ამან მიბიძგა კიდევ უკეთესი მშვილდები გამეკეთებინა. ამასობაში მუშაობის პროცესიც ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა და მოვინდომე ნამდვილი სანადირო მშვილდის გაკეთება, რასაც რა თქმა უნდა წლები დასჭირდა.

© photo: Sagittarius / FBმშვილდომანია
მშვილდომანია - Sputnik საქართველო
მშვილდომანია

-ხეზე მუშაობა მანამდეც იცოდით, თუ რაც მშვილდებით დაინტერესდით მას მერე ისწავლეთ?

— თვითნასწავლი ვარ, you tobe-ზე რაც კი ვიდეოები არსებობს ყველაფერი მაქვს ნანახი და გადაკითხული. სანამ შედეგს მივაღწევდი ასობით მშვილდი გადამიტყდა და გამიფუჭდა. ეხლაც სულ სწავლის პროცესში ვარ, ვეძებ ახალ ინფორმაციას, ჩემითაც ვაკეთებ ექსპერიმენტებს, თუ რომელი ხე რომელს უხდება, სხვადასხვა ხეების შეერთებით სხვადასხვა შედეგს ვიღებ. ზოგი მშვილდი უფრო სწრაფია, ზოგი უფრო სუსტი, მაგრამ სასიამოვნო სასროლი. ზოგი ისეთი ძლიერი გამოდის, რომ გასროლისას ისარიც კი არ ჩანს ისეთი სისწრაფით მიდის.

ბავშვობიდან მომწონდა მშვილდები, არბალეტები, შურდულები. ყველა ჰობი ხომ ძირითადად ბავშვობიდან მოდის. თავიდან ამ მშვილდების გაჩუქების პროცესი მომწონდა, ეხლა კი ვცდილობ ნელ-ნელა ბიზნესადაც ვაქციო. რა არის იმაზე უკეთესი, როდესაც აკეთებ საყვარელ საქმეს, თან ამაში ფულსაც გიხდიან. რაც შეეხება არბალეტებს, ეხლა ვიწყებ სერიოზული არბალეტების გაკეთებასაც და იმედია მალე იგივე შედეგს მივიღებ, რაც მშვილდებმა მომცეს. წლების წინ ერთი არბალეტი გავაკეთე ჩემთვის, რომლის გამოწევის ძალა 120 კილოგრამია. ხშირად მეც მიჭირს მისი დატენვა, იმდენად რთულია.

© FB/მშვილდომანიაგველის ტყავით გაწყობილი მშვილდი
გველის ტყავით გაწყობილი მშვილდი - Sputnik საქართველო
გველის ტყავით გაწყობილი მშვილდი

-რა დანიშნულებით გამოიყენება თქვენი ხელნაკეთი მშვილდები? თუ მხოლოდ სუვენირებია?

— ჩემი მშვილდები შეიძლება გამოდგეს, როგორც სუვენირად, ასევე ჩვეულებრივი სანადირო მშვილდებადაც. საკმაოდ ძლიერია, სწრაფი და ზუსტია. ბავშვებისთვისაც ვაკეთებ სათამაშო მშვილდებს, თუმცა უფროსიც მშვენივრად გაერთობა ამ სათამაშოთი. ხშირად საჩუქრის დანიშნულება აქვს, ქართველებს უყვართ ძვირფასი და უცხო საჩუქრების გაკეთება. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უფრო გარეგნულ მხარეს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე სროლის მონაცემებს. მაგალითად საჩუქრად გავაკეთე მშვილდი, რომელიც იყო გაფორმებული ნამდვილი გველის ტყავით. იდო ასევე ჩემს მიერ გაკეთებულ ყუთში, რომელიც იყო გაფორმებული წითელი ხავერდით. სანადიროდ არამგონია ჩვენთან ვინმე მშვილდით დადიოდეს, ძირითადად საჩუქრად, სუვენირად ყიდულობენ.

© FB/მშვილდომანიამშვილდომანია
მშვილდომანია - Sputnik საქართველო
მშვილდომანია

-აქვს მნიშვნელობა რა მასალით აკეთებთ მშვილდებს?

— გამოიყენება ძვირფასი ხეების მასალა, ზოგი ძნელად საშოვნელია საქართველოში. კაკალი, თუთა, ბამბუკი, ურთხმელი, აკაცია და კიდევ რამდენიმე. ასევე გამოიყენება ჩემი დამზადებული მინაქსოვილიც, ცხოველის რქები, ნატურალური ტყავი, გველის ტყავიც კი. ყველაზე კარგი ხეები, არის ბრაზილიაში. ფერებითაც განსხვავებულია და ხის სტრუქტურითაც. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ახალ მასალასთან მუშაობა, ფერთა შეხამება. ხან ხუმრობით ვამბობ, ზოგი ბრაზილიაში ნატრობს წასვლას, გართობის და პლიაჟის გამო, მე კი იქ თუ მოვხვდები ოდესმე ტყიდან გამოსულს ვერავინ მნახავს.

© FB/მშვილდომანიამშვილდომანია
მშვილდომანია - Sputnik საქართველო
მშვილდომანია

-რამდენად რთულია ხეზე მუშაობა? რა ეტაპებს გადიხართ სანამ თქვენი ნამუშევარი დასრულებულ სახეს მიიღებს?

— საკმაოდ რთულია ხეზე მუშაობა. სიზუსტეს ითხოვს. ამ საქმეს არ უყვარს აჩქარება. ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ხელსაწყოების სიმცირის გამო ბევრად უფრო მეტი დრო მეხარჯება. პირველი ეტაპი ხეების შერჩევაა, მერე დამუშავება, ტარის ამოჭრა, გასუფთავება დაწებება, ისევ გასუფთავება… საკმაოდ ბევრი ეტაპია გასავლელი. საშუალოდ ერთი მშვილდის დამზადებას სჭირდება ორი კვირა. არის პერიოდები, როდესაც საერთოდ არ ვეკარები მშვილდებს. ამას თავისი ახსნაც აქვს. რამდენჯერაც დავიწყე აწყობა, მხოლოდ იმიტომ, რომ იყო შეკვეთა და არა იმიტომ, რომ მინდოდა, იმდენჯერ სირთულეები შემხვდა, ან არ გამოდიოდა, ან რამე პრობლემები შემექმნა გზადაგზა, ან საერთოდ ბოლო ეტაპზე გამტყდომია. ესეთი პერიოდები ძირითადად ზამთარში მაქვს ხოლმე. გაზაფხულიდან თითქმის ვცხოვრობ სახელოსნოში. სახლიდან კიბეები ჩადის სარდაფში, თუმცა სარდაფს არ ვეძახი, ეს არის სახელოსნო. ხოდა მანდ ვატარებ მთელს დღეებს, მხოლოდ საჭმელად და დასაძინებლად ამოვდივარ. რა თქმა უნდა ჩემი ძირითადი საქმიანობაც არ მავიწყდება და საღამოობით მივდივარ სტუდიაში და ბავშვებს ცეკვას ვასწავლი.

© FB/მშვილდომანიამშვილდომანია
მშვილდომანია - Sputnik საქართველო
მშვილდომანია

-საქართველოში რამდენად პოპულარული ნივთია მშვილდი?

— ვცდილობ საქართველოში გავაკეთო მშვილდების პოპულარიზაცია, ჯერ უცხო ხილია და ნელ-ნელა ეცნობა საზოგადოება. შეკვეთები პერიოდულად არის. ყველაზე კარგი რეკლამაა მეგობრის მიერ გაკეთებული რეკლამა და შესაბამისად ვინმე თუ შეიძენს ჩემგან მშვილდს და მოეწონება, შემდგომ მისი რეკომენდაციით მეგობრებიც მოდიან. ასე ნელ ნელა იზრდება მშვილდოსნების საზოგადოება.

 

ყველა ახალი ამბავი
0