ევროკავშირში ადგილობრივ აბონენტთათვის როუმინგი გაუქმდა

გამოწერა
ევროკავშირის აბონენტთათვის როუმინგის გაუქმებამ კავშირის შიგნით შესაძლოა ტარიფების ზრდა გამოიწვიოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან კავშირის შემთხვევაში.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის მობილური კავშირის კომპანიების აბონენტთათვის ხუთშაბათიდან გაუქმდა ევროკავშირის შიგნით როუმინგის გადასახადი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკავშირის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით.

ეს ეხება იმ პირებს, ვინც ცხოვრობს ევროპაში და მოგზაურობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დასასვენებლად ან სამუშაოდ.

ევროკავშირის მოქალაქეებს კავშირის შიგნით მოგზაურობისას შეუძლიათ დარეკონ, გაგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და მიუერთდნენ მობილურ ინტერნეტს საკუთარი მობილური მოწყობილობებიდან იმავე ფასებში, როგორც საკუთარ სახლში, იუწყება ევროკავშირის საბჭო.

მობილური კავშირის ოპერატორებს ორი წელი ჰქონდათ, რათა მომზადებულიყვნენ როუმინგის გადასახადის გაუქმებისთვის.

ტელეფონის აქსესუარები - Sputnik საქართველო
ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონები საქართველოში

ახალი წესები არ არის განკუთვნილი „მუდმივ როუმინგზე“ — როცა კლიენტი, რომელიც ცხოვრობს ერთ ქვეყანაში, ხდება ევროკავშირის წევრი მეორე ქვეყნის მობილური ოპერატორის აბონენტი, სადაც მომსახურების ტარიფი უფრო დაბალია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სპეციალური წესები ულიმიტო ინტერნეტის ტარიფებისთვის.

ევროკომისიის მიერ მანამდე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს უფასო როუმინგით მანამ, სანამ უფრო ხშირად ან უფრო აქტიურად მოიხმარს მობილურ ტელეფონს თავის ქვეყანაში და არა მის ფარგლებს გარეთ ევროკავშირში. თუ ოთხი თვის მანძილზე კლიენტი უფრო მეტ დროს საზღვარგარეთ ატარებს და იქვე იღებს მობილური მომსახურების უმეტეს ნაწილს, ოპერატორი შესაძლოა დაუკავშირდეს მას და სთხოვოს სიტუაციის გარკვევა 14 დღის განმავლობაში. თუ კლიენტი კვლავ აქტიურად განაგრძობს მობილური ტელეფონის მოხმარებას საზღვარგარეთ, ოპერატორ კომპანიას შეუძლია ჩამოაჭრას მცირე მოსაკრებელი როუმინგზე, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მასალებში. 

ყველა ახალი ამბავი
0