ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეფონის აქსესუარები
ტელეფონის აქსესუარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამჟამად მობილური კავშირის 5,5 მილიონი აბონენტია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა სამხრეთკორეული კომპანია Samsung-ის მობილურ ტელეფონებს ანიჭებს უპირატესობას.

Samsung-ის მობილური ტელეფონები აქვს საქართველოს მობილური ოპერატორების აბონენტთა საერთო რაოდენობის 28,1%-ს. მეორე ადგილზეა Nokia Microsoft (25,1%), ხოლო მესამეზე — Apple (9,2%).

პოპულარული მობილური ტელეფონების ხუთეულში აотпн ჩინური კომპანია HUAWEI (7,7%) და Lenovo (4,8%).

საცობი გზებზე პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომობილი ყოველ მესამეს ჰყავს

ასევე ხშირად გვხვდება კომპანიების Quectel–ის (3,4%), TCT–ს (2,5%), Sony Erricson–ის (2,4%), LG–სა (1,7%) და HTC–ის (1,5%) მობილური ტელეფონები.

2016 წლის მონაცემებით, სულ საქართველოში მობილური კავშირის 5,5 მილიონი აბონენტია რეგისტრირებული, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 31 აბონენტით ნაკლებია.

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2016 წელს 418 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,1 მლნ ლარით მეტია 2015 წელთან შედარებით.

საცალო შემოსავლების თვალსაზრისით კომპანია Magticom-ის საბაზრო წილმა 45,8% შეადგინა, Geocell-ის – 36,8%, Mobitel-ის – 17,0%, ხოლო Silknet-ის – 0,3%.

ყველა ახალი ამბავი
0