ზურაბ წერეთლის სახელი საქართველოში სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ წერეთელი
ზურაბ წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა ადამიანის გამტაცებლებთან ზურაბ წერეთლის რაიმე კავშირი უარყო.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქართული სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებული პირები მოქანდაკე და მხატვარ ზურაბ წერეთელთან დაახლოებული პირები არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და მცხეთაში გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოროტმოქმედებმა კომპანია „სვეტის“ დირექტორი გაიტაცეს, რომელსაც 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისგან აგრეთვე ბაკურიანში იმ მიწის ნაკვეთის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ, სადაც კომპანია ობიექტის აშენებას გეგმავდა.

„ბაკურიანში ერთ-ერთ პროექტს ვაკეთებდით. ეს მიწა იყო ზურაბ წერეთლის — ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის. ისინი კი მისი წარმომადგენლის ახლობლები არიან“, — განაცხადა ჯიბლაძემ Rustavi2-ის ეთერში.

ჯიბლაძემ გამორიცხა თავად ზურაბ წერეთლის კავშირი მის გატაცებასთან და განაცხადა, რომ მოქანდაკემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ჯიბლაძემ ასევე ისაუბრა ბაკურიანში მშენებლობის პირობების შესახებ. მისი თქმით, ის და ზურაბ წერეთლის წარმომადგენელი, ვინმე კახაბერ ბახტაძე შეთანხმდნენ, რომ შენობის აშენების შემდეგ მას გარკვეული ფართი გადაეცემა.  

დაკავება - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია საქართველოში: დაკავებულია ოთხი გამომძალველი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ბაკურიანში არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „სვეტს“ კომპანია „მშენებელი-3“-მა გადასცა. „მშენებელი-3“ ვინმე ვასილ წერეთელს ეკუთვნის, რომელიც, რუსეთის მასმედიის მონაცემებით, ზურაბ წერეთლის შვილიშვილია.

თავად ზურაბ წერეთელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განცხადება მის საკუთრებაში მყოფმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა გაავრცელა.

„ბატონ ზურაბ წერეთელს არ აქვს არანაირი კავშირი კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის გამტაცებლებთან და მათ კომპანიასთან. ასევე უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ბატონ ზურაბს გააჩნია მიწები ბაკურიანში, არ აქვს და არასდროს არ ჰქონია მიწები ბაკურიანში“, — აღნიშნულია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.

რაც შეეხება ოთხ დაკავებულ პირს, ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0