სპეცოპერაცია საქართველოში: დაკავებულია ოთხი გამომძალველი

გამოწერა
დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებული, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცი 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის გამო დააკავეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და მისგან კიდევ მისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას მოითხოვდნენ.

ამ მიზნით ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენი თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი თბილისში, ორი კი მცხეთაში დააკავეს.

გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით), რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0