მცხეთაში პირველი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

© FB / Министерство здравоохранения Грузииმრავალპროფილური კლინიკა მცხეთაში
მრავალპროფილური კლინიკა მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკა თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მცხეთაში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.

ახალი 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

კლინიკა დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250-მდე ადამიანი. კლინიკაში მუშაობს 24-საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

მცხეთის სამედიცინო ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ისარგებლოს უფასო და შეღავათიანი სამედიცინო სერვისით.

ახალი სამედიცინო დაწესებულება იფუნქციონირებს, როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო.

ცენტრის მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0