ევროპაში უვიზოდ: ევროკავშირში 20 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უმნიშვნელო რაოდენობა არ შეუშვეს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ორნახევარი თვის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 20 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, განუცხადა ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

"დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია. 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ხოლო საზღვრიდან უკან გამობრუნებულები არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის და არცოდნის გამო დააბრუნეს უკან. ჩვენმა საინფორმაციო კამპანიამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია", — აღნიშნა დოლიძემ.

ევროკავშირის დროშა თბილისში - Sputnik საქართველო
ერთი თვე უვიზოდ: საქართველოდან ევროკავშირში 11 ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ბევრად ადრე დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების გაცნობის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მგზავრობისას საჭიროა გააჩნდეთ ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

© Sputnik / Maria Tsimintia ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
 ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები   - Sputnik საქართველო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები
ყველა ახალი ამბავი
0