აზერბაიჯანმა მუხთარლის დაკავებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა უარყო

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ერთ პოზიციას იზიარებენ.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ უარყო დეპუტატ ელმან ნასიროვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს და ბაქოში გადაიყვანეს.

მილი მეჯლისის დეპუტატმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ელმან ნასიროვმა აზერბაიჯანულ სააგენტო АPA-სთან ინტერვიუში გასულ კვირაში განაცხადა, რომ მუხთარლის დაკავება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ეს ინფორმაცია მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

„ელმან ნასიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ორგანოების ერთობლივი მოქმედებების შედეგად აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვაცხადებთ, რომ მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამართალდამცველ ორგანოებს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებთან არ უთანამშრომლიათ და ამ საქმესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის რაიმე მიმართვა არ ყოფილა", — ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ცალკეულ საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა, რომ მუხთარლი თბილისში სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს, წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოებრივი აზრის არევის მიზანს ემსახურება, აცხადებს აზერბაიჯანის პროკურატურა.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავღან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა

მუხთარლი თბილისიდან მაისის ბოლოს გაუჩინარდა. შემდეგ გაირკვა, რომ ის დაკავებულია და ბაქოში იმყოფება. ჟურნალისტის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს, ჩაუდეს ფული და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. მის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მათ შვილებს საქართველოში სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.

მუხთარლის საქმემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მის მხარდასაჭერად აქციები არაერთხელ გამართეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართა თხოვნით მუხთარლის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. პრეზიდენტმა ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ჟურნალისტის მეუღლემ წინადადებაზე უარი განაცხადა.

მუხთარლის ადვოკატი საქართველოში არჩილ ჩოფიკაშვილი მუხთარლისა და მუსტაფაევას დაზარალებულ მხარედ აღიარებას ცდილობს.

ხუთშაბათს ევროპარლამენტი დაიწყებს განხილვას რეზოლუციის პროექტისა "აფგან მუხთარლის საქმე და მასმედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში".

ყველა ახალი ამბავი
0