საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავღან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის გაუჩინარებაში არ მონაწილეობდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავღან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა
„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების, ე.წ. მწვანე ზოლის კონტროლს სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, ავღან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე", – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ავღან მუხთარლი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და რამდენიმე ხნის შემდეგ აზერბაიჯანში, ბაქოს ერთ-ერთ ციხეში აღმოჩნდა. როგორც მუხთარლის ოჯახი ამტკიცებს, ის თბილისში გაიტაცეს და აზერბაიჯანში ფარულად გადაიყვანეს. ამ დროს მას თან არ ჰქონდა პასპორტი და გაუგებარია, როგორ გადაკვეთა მან საზღვარი. აზერბაიჯანში მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და კონტრაბანდა ედება ბრალად.

ყველა ახალი ამბავი
0