ქართულ საძინებელში „სფუმატო“ შეიჭრა

© FB/სფუმატო • Sfumato / ხავერდის ხალათი მაქმანითსფუმატო
სფუმატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სფუმატო“ ბრენდია, რომელიც ქართველი ქალბატონებისთვის სულ რაღაც ხუთი თვის წინ შეიქმნა და მომხმარებლებს დახვეწილ, სექსუალურ და მრავალფეროვან თეთრეულს, ხალათებს და ღამის პერანგებს სთავაზობს.

მარიამ პერტიამ „სფუმატო“ დედასთან, ირმა ლომაიასთან ერთად დააფუძნა. მარიამის თქმით, თეთრეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქალის გარდერობში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ქალის თეთრეული, ხალათები, ღამის პერანგები შეეკერა და რაც შეიძლება მეტი ქალბატონი გაებედნიერებინა.

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ქალის თეთრეულთან მოდის ტენდენციები არაფერ შუაშია. თუმცა, უნდა გითხრათ, როგორც სამკაულის, ტანსაცმლის, მაკიაჟის, აქსესუარების ტენდენციები იცვლება, ასევე იცვლება ქალის თეთრეულის ტენდენციურობა. „სფუმატო“ ზრუნავს ქალების განწყობაზე, ტენდენციურობაზე და ყოველთვის მოდურ, განსხვავებულ და დახვეწილ პროდუქტს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

© პირადი არქივიირმა ლომაია (მარცხნივ) და მარიამ პერტია
ირმა ლომაია (მარცხნივ) და მარიამ პერტია  - Sputnik საქართველო
ირმა ლომაია (მარცხნივ) და მარიამ პერტია

- როდის გაჩნდა „სფუმატოს“ დაბადების იდეა?

— ვთვლი, რომ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეთრეულია, სამოსის ის ნაწილი, რომლითაც იწყებ დღეს, რომელშიც გძინავს და რომლითაც შენი საყვარელი მამაკაცი თვალის გახელის პირველივე წუთიდან გხედავს. დიდი ხანია მინდოდა ქალის თეთრეულის ხაზი შემექმნა, თუმცა, როგორც ყოველთვის ამისთვის დრო არ მყოფნიდა. აღმოჩნდა ისე, რომ დედა დროებით უმუშევარი დარჩა და გადავწყვიტეთ ერთობლივი ძალებით ჩემი იდეა განგვეხორციელებინა. დედა ყოველთვის კარგად კერავდა, მე დიზაინერი ფოტოგრაფი ვარ, ასევე ფეისბუქის ადმინისტრირებას ვუკეთებ რამდენიმე კომპანიას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოვიდა დრო საკუთარი ბრენდი გამეხადა პოპულარული და მეკეთებინა ის საქმე, რაც ამდენი ხანი მინდოდა. „სფუმატოს“ მთავარი იდეაა ყველა ქალბატონს და არა მარტო მათ, გაულამაზოს თითოეული დღე. დილა, საღამო და ღამე გახადოს უფრო მშვენიერი და სექსუალური.

© FB/სფუმატო • Sfumato / 💐 გაზაფხული გაცილებით მშვენიერია სფუმატოსთან ერთად სფუმატოს თეთრეული
სფუმატოს თეთრეული - Sputnik საქართველო
სფუმატოს თეთრეული

- სახელი რის მიხედვით შეურჩიეთ?

— სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა ყოფილიყო მარტივი, უცხო და ადვილად დასამახსოვრებელი. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი საკუთარი სახელის ან ინიციალების თემას. დიდი საოჯახო ბრეინსთორმინგის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ვარიანტი. სფუმატო ტერმინია მხატვრობაში. ჩემთვის იგი სიმსუბუქესთან ასოცირდება. ჰაერის პერსპექტივის აღმნიშვნელად გამოიყენება. სიმართლე გითხრათ, დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოყვა თავიდან ჩვენი ბრენდის სახელს. ბევრი გვეუბნებოდა, რომ რთულად გამოსათქმელია, თუმცა ყველასთვის მოსაწონი არაფერი არსებობს. ჩვენი ფეისბუქ პოსტებით მგონი მოვახერხეთ იმდენი, რომ ბრენდის სახელი მარტივად დასამახსოვრებელი გამხდარიყო მომხმარებლისთვის. დღეს როცა ფეისბუქზე გვწერენ „ეს სფუმატო ძალიან მომწონს“, „ რაიმე სფუმატოსებრი ამარჩევინეთ“ მიხარია და ბედნიერი ვარ, რადგან პროდუქტი უკვე ასოცირდება სახელთან.

- რატომ აირჩიეთ ეს ხაზი? ხომ შეგეძლოთ სხვა სახის ნივთები, ტანსაცმელი, აქსესუარები შეგეკერათ?

— თეთრეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქალის გარდერობში. ყველაზე ძვირფასი კაბაც კი შექმნილია იმისთვის, რომ გაიხადოო ამბობდა შანელი, ხოდა დიახაც უნდა გაიხადო და შემდეგ „სფუმატოს“ ხალათი მოიცვა… ძალიან სასიამოვნოა, როცა იცი ადამიანს შენს პერანგში და პიჟამაში სძინავს. გარდა იმისა, რომ ძალიან მინდოდა ეს ხაზი, გარკვეულწილად ბაზარიც შევისწავლეთ. ქართულ ბაზარზე ტანსაცმლისა და აქსესუარების ბევრი ძალიან კარგი ბრენდია. თეთრეულის ნიშა კი ძალიან მწირია, ფაქტობრივად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქართულ ბაზარზე არ არის. და რატომ შევიძინოთ უცხოური, როცა ქართულია და კარგია. ჩვენი მიზანია გავახაროთ და გავაბედნიეროთ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი, დავეხმაროთ მამაკაცებს გაახარონ საყვარელი ქალები. ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის. უნდა აღვნიშნო, რომ გარდა პროდუქციისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეფუთვას. ჩვენ შევქმენით უნიკალური, სახელობითი შეფუთვა, რომელსაც ხელით ვამზადებთ. ასე რომ სფუმატო საკუთარი თავისთვისაც კი დიდი საჩუქარია. დიდ აღტაცებას იწვევს, როცა პროდუქტი მიგვაქვს ადრესატთან, იმდენად მოწონთ შეფუთვა, რომ ზოგჯერ აღარ აინტერესებთ შიგნით რა დევს და გახსნა ენანებათ.

© FB/სფუმატო • Sfumatoსფუმატოს თეთრეული
სფუმატოს თეთრეული - Sputnik საქართველო
სფუმატოს თეთრეული

- რა ქსოვილით კერავთ ხალათებს?

ვმუშაობთ მაღალი ხარისხის აბრეშუმითა და ატლასით. ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული იყოს. ჩვენი ხარისხი არის საშუალოზე მაღალი. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ის ვინც პირველად გვიკვეთავს ხალათს, შემდეგ აუცილებლად გვწერს, რომ ასეთ კარგ ხარისხს არ ელოდნენ. ბანალურად ვიტყვი ამჯერად, რომ „სფუმატოს“ ხარისხი ფასზე მაღალია. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა რამხელა სიყვარულს ვდებთ თითოეულ პროდუქტში.

- თითოეული ხალათის, თუ ღამის პერანგის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— ხალათების და პერანგების დიზაინი ჩვენია. დედასი და ჩემი. დღეში რამდენჯერმე მირეკავს დედა სამსახურში ტექსტით „დეე ახალი იდეა მომივიდა და რა ვქნათ“, მერე ვნახულობთ ნაჭერს, მაქმანს და მუშაობის პროცესში ეს ყველაფერი უფრო და უფრო იხვეწება.

© FB/სფუმატო • Sfumato / come on სფუმატო სფუმატოს თეთრეული
სფუმატოს თეთრეული - Sputnik საქართველო
სფუმატოს თეთრეული

- თქვენი გადმოსახედიდან ქართველი მომხმარებელი ქართულ პროდუქციას, ბრენდს უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს თუ უცხოურს?

— მგონი ქართულმა ბრენდებმა მივაღწიეთ იმდენს, რომ მომხმარებელი ჩვენკენ წამოვიყვანეთ. რატომ უნდა გადაიხადო მეტი უცხოურში, როდესაც შეგიძლია შეიძინო ქართული, რომელიც შენთვის შეიკერა, რომელიც უფრო ნაკლები ღირს და რომელიც ხარისხითაც უკეთესია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ქართულ წარმოებას და მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უცხოური სულაც არ არის კარგი. ჩვენ ვერთვებით კამპანიაში „ქართულია და კარგია" და „ვატარებთ ქართულს".

ქართული ცოტაა და იშვიათია. უცხოური ბევრი და მასიური. ქართული წარმოება ვერ გააკეთებს იმდენ პროდუქტს, რომ შემდეგ ტყუპებივით ყველას ერთნაირი ქონდეს. როცა ყიდულობ ქართულს იცი, რომ ის მხოლოდ რამდენიმეს ექნება. უცხოურს რაც შეეხება, ძირითადად მასიურია. ანუ შენი საოცნებო კაბა მეორე დღეს შეიძლება მთელს თბილისს ეცვეს. ქართულ პროდუქტსაც აქვს უარყოფითი მხარეები. ზოგჯერ ჩინეთში შეკერილი გაცილებით იაფია ვიდრე ჩვენი. მასიური წარმოება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მცირე.

© FB/სფუმატო • Sfumatoსფუმატოს თეთრეული
სფუმატოს თეთრეული - Sputnik საქართველო
სფუმატოს თეთრეული

- თქვენთვის რამდენად რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— თავის დამკვიდრება, თანაც ქართულ ბაზარზე არც ისე მარტივია. ჩვენს გარშემო ხომ ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანია, რომელსაც უნდა გაუღიმო, მაგრამ „სფუმატოს“ პერანგში გამოძინებულებს ყველაფერი მარტივად შეგვიძლია. ეს ხუმრობით, ისე კი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძილი ფაქტიურად დავივიწყეთ. თავის დამკვიდრებაში ალბათ ისიც დაგვეხმარა, რომ დიზაინერი, ფოტოგრაფი, ფეისბუქის ადმინისტრატორი ყველაფერი ჩვენ ვართ. ის რაც შენ ძალიან მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს აუცილებლად მოეწონება სხვასაც. ქართული ბაზარი კი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. ხუთი თვის „სფუმატოს“ ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რამდენად ხშირად გაქვთ შეკვეთები?

— როდესაც ვქმნიდით ბრენდს, პირველი რაც მინდოდა იყო ის, რომ გავსულიყავით ყველა სეგმენტზე. ჩვენი პროდუქტის ფასები იწყება 20 ლარიდან, რაც მისაღები ფასია ყველასთვის. გვყავს მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც უკვე გვენდობიან და ზოგჯერ ჩვენი გემოვნებით ვთავაზობთ საჩუქრებს. ერთმა ჩვენმა საყვარელმა გოგონამ მოგვწერა „ერთხელ, რომ გაიცნობ „სფუმატოს“, უფრო მეტი და მეტი გინდაო“. შეკვეთები საკმაოდ ბევრი გვაქვს. ქორწილებში „მადონას სერვიზები“ ჩავანაცვლეთ, დაბადების დღეებზე კი ბიჟუტერია.

- მამაკაცები თუ ყიდულობენ მეუღლისთვის?

— ო, აი მამაკაცები ცალკე თემაა. ქართველ კაცებს ვასწავლეთ ატლასის და აბრეშუმი გარჩევა. აი, ხალათი უნდათ „იმ რაღაცით“, ის „რაღაც“ კი მაქმანია. სხვათა შორის ხშირად გვწერენ მამაკაცები და საკმაოდ გემოვნებიან კომბინაციებს აკეთებენ. გვყავს ისეთი ბიჭებიც, რომლებიც აქტიურად გვადევნებენ თვალს და თავიანთი მეუღლეები თავიდან ბოლომდე „სფუმატოთი“ ყავთ შემოსილი. ღამის სათვალე „არ გამაღვიძო ავი ვარ“ ყველაზე პოპულარულია ბიჭებში. შეარჩევენ ხოლმე რაღაც ძალიან სექსუალურს, ნაზს და ბოლოს აუცილებლად დაამატებენ ღამის სათვალეს ამ წარწერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0