ქალები პოლიტიკაში: მითები და ხელოვნური ბარიერები

© photo: Sputnik / Stringerთამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 23 - ქალია.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკაში არსებული გენდერული უთანასწორობა ეფუძნება მითებს, რომლებიც პოლიტიკურ და პარტიულ რეალობას უკავშირდება.

ასეთი არის მთავარი დასკვნა კვლევისა „ქალები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში — მითების მსხვრევა". კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი" გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, 2017 წლის მარტ-მაისის პერიოდში. კვლევის მიზანია — ფაქტორების შესწავლა, რომლებიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას აფერხებს.

„კვლევის ანგარიშის გამოქვეყნება ემთხვევა საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები და დასკვნები ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატთა დაბალანსებული სიების შედგენაში, სადაც კაცებსა და ქალებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ", — თქვა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

ქალები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
37 000 ხელმოწერა პოლიტიკაში მეტი ქალის მოსაზიდად

კვლევის მიხედვით, კაცების პრივილეგირებული მდგომარეობა პოლიტიკურ პარტიებში ქალთა შედარებით დაბალი მონაწილეობის მთავარი მიზეზია.

პარტიებმა უნდა შექმნან შიდაპარტიული მექანიზმი და კვოტირების სისტემა, რომელიც ქალებს პოლიტიკისკენ გზას გაუხსნის და შიდაპარტიულ საქმიანობაში მათი უნარებისა და კომპეტენციის გამოყენების შესაძლებლობას შექმნის, აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევა ეყრდნობა საქართველოს საპარლამენტო პარტიების — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, „ევროპული საქართველოს", „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის", მართვის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.

სულ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან 23 ქალია, მათგან ორი ვიცე-სპიკერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0