პროფესორ რევიშვილს პუტინმა სახელმწიფო პრემია გადასცა

© Сайт Кремляამირან რევიშვილი და ვლადიმერ პუტინი
ამირან რევიშვილი და ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან რევიშვილს პრემია გადაეცა ახალი კონცეფციის მეცნიერული დასაბუთებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გამო, რომელიც გულის რიტმის დარღვევების მქონე პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას ეხება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში რუსეთის ფედერაციის 2016 წლის სახელმწიფო პრემია გადასცა ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორს ამირან რევიშვილს, ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე.

რუსეთის პრეზიდენტმა 12 ივნისს, რუსეთის დღეს ლაურეატებს 2016 წლის სახელმწიფო პრემიები გადასცა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

პრემია ინსტიტუტის მთელ სამეცნიერო-სამედიცინო კოლექტივს გადაეცა ახალი კონცეფციის მეცნიერული დასაბუთებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გამო, რომელიც გულის რიტმის დარღვევების მქონე პაციენტებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას ეხება.

კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
რუსეთში მცხოვრები ქართველები მზად არიან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩადონ

„ჩვენი ლაურეატები ამირან რევიშვილი, ალექსანდრ კარასკოვი და ევგენი პოკუშალოვი — მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერები არიან, თანამედროვე არიტმოლოგიისა და კარდიოლოგიის ლიდერები, მოაზროვნე ექიმები და ქირურგი-პრაქტიკოსები. მათი მოწოდებაა ბრძოლა გავრცელებულ, სიცოცხლისათვის საშიშ მტერთან — გულის რიტმის დარღვევასთან. ამირან შოთას ძემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ერთხელ აღნიშნა, რომ ასი პროცენტით უნდა მოვარტყათ სამიზნეს, რომელიც რთულ არიტმიას იწვევს", — განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, რევიშვილმა მადლობა გადაიხადა ჯილდოსთვის, რომლითაც რუსი მეცნიერი–მედიკოსების შრომა აღინიშნა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობის სიკვდილიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები წარმომადგენს არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. უეცარი არიტმიული სიკვდილისგან ქვეყანა ასი ათასობით მოქალაქეს კარგავს. გულის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება მთავარი მიზანია ჩვენი დიდი, კომპლექსური სამუშაოსი, რომელსაც 20 წელზე მეტი მივუძღვენით. ჩვენ — ეს ორი რუსული სამედიცინო ქირურგიული და არიტმოლოგიური სკოლაა მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში", — განაცხადა რევიშვილმა.

მისი თქმით, ამ სამუშაოში მედიკოსებთან ერთად მონაწილეობდნენ ინჟინრები, ბიოფიზიკოსები, მათემატიკოსები და პროგრამისტები, რომლებიც კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0