რუსეთში მცხოვრები ქართველები მზად არიან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩადონ

© photo: Sputnikკობა ქარჩავა
კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მუშაობს საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს რეგიონების“ შესაქმნელად, რომელიც ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე იმუშავებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში მცხოვრები ქართველი მეწარმეები მზად არიან, ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობაში განახორციელონ, განაცხადა უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამართლია საქართველოს“ თავმჯდომარემ კობა ქარჩავამ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენთან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ თვალსაზრისით კონსულტაციები ბევრ ბიზნესმენთან გამართა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან წავიდნენ და ამჟამად რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ. ისინი, რეგიონების წინსვლისთვის, მზად არიან, კონტრაქტები გააფორმონ, მზად არიან, ფულის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში მოახდინონ“, – განაცხადა ქარჩავამ.

საქართველოს ეკონომიკური სირთულეები იმით არის განპირობებული, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მსხვილ ქალაქებში, კერძოდ, უფრო მეტად თბილისშია თავმოყრილი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თემა საქართველოს რეგიონებში და სოფლის მეურნეობაში კაპიტალდაბანდებები, აღნიშნა უფლებადამცველი ორგანიზაციის თავმჯდომარემ. 

„დღეს ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რომ საქართველოს ეკონომიკური კრიზისი იმითაა განპირობებული, რომ მოსახლეობის ნახევარი თბილისში ცხოვრობს. ყველა თბილისისკენ იწევს. მთელი ბიზნესი თბილისშია. ხოლო რეგიონები, ფაქტობრივად, მიტოვებულია. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკის წამოწევის საფუძველი სოფლის მეურნეობა გახდება“, – მიიჩნევს კობა ქარჩავა.

რუსეთიდან ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, ქართველი მეწარმეების რეგიონებით დაინტერესების დონის ამაღლებას, ქარჩავას აზრით, საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს რეგიონები“ შეუწყობს ხელს. 

კობა ქარჩავა - Sputnik საქართველო
მსჯავრდებულ კვარაცხელიას რუსეთიდან ექსტრადირების საკითხი დეკემბერში გადაწყდება

„უკვე ნახევარი წელია, საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს რეგიონების“ შექმნაზე მუშაობს. რა არის ამ მოძრაობის აზრი? ახლა ყველა ვხედავთ, რომ რუსეთში მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებიც 1990–იან წლების დასაწყისში რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათგან დაახლოებით 150–200 ათასს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ისინი დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეს ადამიანები თავიანთ ნათესავებს, ახლობლებს საქართველოს ბიუჯეტის 10%–ს უგზავნიან. როდესაც მათთან კონსულტაციები გავმართეთ, მათ მშობლიური რეგიონის, თავიანთი რაიონის აღორძინებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, ამით მათ საქართველოს ეკონომიკის აღორძინებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ“, – აღნიშნა „სამართლიანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, საქართველოს მომავალი ფედერალიზაციაშია, რამდენადაც ფედერალიზაციის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უფრო მასშტაბურად განვითარდება. თითოეულ რეგიონს თავისი ბიუჯეტი ექნება და მას ცენტრისგან დამოუკიდებლად განაგებს, აღნიშნა კობა ქარჩავამ.


ყველა ახალი ამბავი
0