„ორენბურგმა" ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა

© FB / FC Orenburgთემურ ქეცბაია და "ორენბურგი"
თემურ ქეცბაია და ორენბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო კლუბ „ორენბურგის" პირველ შეკრებას სერბიაში ახალი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამართავს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. რუსული საფეხბურთო კლუბ „ორენბურგის" მოთამაშეებს ახალი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ოფიციალურად წარუდგინეს, შემდეგ კი გუნდის პირველი ვარჯიში ჩატარდა, ნათქვამია „ორენბურგის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფეხბურთელებთან შეხვედრისას განიხილებოდა კლუბის პერსპექტივები და მომავალი სეზონის მთავარი მიზანი — რუსეთის პირველ ლიგაში დაბრუნება.

„გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რაც ძალიან კარგია. ისინი თავის გამოჩენას ცდილობენ და ვინც დაიმსახურებს, შანსსაც მიიღებს. სეზონი გრძელია და ყოველი ფეხბურთელი თითოეული მატჩისთვის მზად უნდა იყოს", — განაცხადა ვარჯიშის შემდეგ ქეცბაიამ.

ქართველმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდს ჯერჯერობით ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებია, მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების განკარგულებაში იმყოფება, ნაწილი კი შვებულებიდან არ დაბრუნებულა. ქეცბაიას თქმით, გუნდის სრული შემადგენლობა სერბეთში შეიკრიბება, სადაც სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყება.

თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
თემურ ქეცბაია "ორენბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

რუსეთის საფეხბურთო ეროვნული ლიგის ჩემპიონატი 8 ივლისს დაიწყება. სეზონის პირველ მატჩს „ორენბურგი" საკუთარ მოედანზე „ტამბოვის" წინააღმდეგ გამართავს.

„ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაია მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დაინიშნა. მან რობერტ ევდოკიმოვი შეცვალა, რომელიც გუნდს ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ძირითადი ამოცანა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ ქეცბაიას წინაშე დააყენა — რუსეთის პრემიერ–ლიგაში დაბრუნებაა.

მანამდე ქეცბაია ხელმძღვანელობდა ბერძნულ გუნდებს „აეკ ლარნაკას", „ოლიმპიაკოსს", კვიპროსის „აპოელს" და „ანორთოსისს". ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით 2008-2009 წლების სეზონზე „ანორთოსისი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში გავიდა და ექვსი ქულა დააგროვა.

2009-2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0