თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია საფეხბურთო კლუბ "ორენბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ნათქვამია რუსული გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
49 წლის ქართველმა რობერტ ევდოკიმოვი შეცვალა, რომელიც გუნდს სათავეში ხუთი წლის განმავლობაში ედგა.
"მოხარული ვარ, აქ რომ ვიმყოფები. გუნდს აქვს მიზანი და ეს მიზანი სრულებით ნათელია — უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას კარგი გუნდი და უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ვიბრძოლოთ", — განაცხადა ქეცბაიამ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.
გასული სეზონის შედეგებით "ორენბურგმა" რუსეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მატჩები „სკა–ხაბაროვსკთან“ წააგო.
რუსულ კლუბში მოსვლამდე ქეცბაია ბერძნული АЕК-ისა და "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე კვიპროსის "აპოელისა" და "ანორთოსისის". 2008-2009 წლების სეზონში "ანორთოსისი" ქართველი სპეციალისტის ხელმღვანელობით უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა, სადაც ექვსი ქულა დააგროვა.
2009-2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2016 წელს Coach World Ranking-მა ის მსოფლიოს 500 საუკეთესო მწვრთნელის სიაში შეიყვანა.