თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ვერეს ხეობაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
დაახლოებით ერთი საათის წინ მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. მანქანაში მყოფი ოთხივე მგზავრი დაშავდა. ისინი თბილისის ორ სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადავარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.