თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „Imedi“.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ორ მგზავრს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.