სახელმწიფო ქართული ცხვრის ჯიშს მკაცრად დაიცავს

© photo: courtesy of Evgenya Shabaevaცხვრის გადარეკვა
ცხვრის გადარეკვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიაჩნიათ, რომ ტრადიციული ქართული ცხვრის უცხოურ ცხვართან შეჯვარება ვეტერინარული თვალსაზრისით სარისკოა და ამიტომ მოხდება კარანტინის წესების გამკაცრება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკონტროლებს ქართული ცხვრის ჯიშის სისუფთავეს და სხვა ჯიშის ცხვრებთან შეჯვარებას, ნათქვამია გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

საქართველოში ძირითადად სამი ჯიშის ცხვარია — თუშური, იმერული და წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 8,5 მილიონზე მეტი ცხვარი და თხაა.

ცხვრები - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცხვრებში ვირუსის გავრცელებას უარყოფს

„გამკაცრდება კარანტინის წესები. სამწუხაროდ, იყო უცხოეთიდან, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანისა და მათი ქართულ ცხვრებთან შეჯვარების პრაქტიკა. ქართული ცხვრის უცხოურ ცხვართან შეჯვარება ვეტერინარული თვალსაზრისით სარისკოა“, — ციტირებს გაზეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვებს.

მისი სიტყვებით, გამორიცხული იქნება ქართული და უცხოური ჯიშის ცხვრების შეჯვარება.

„ვეტერინარული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოს მაღალი ნდობა აქვს. ქართული ცხვარი კარგი ხარისხისაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მეცხვარეების ინტერესები და ბაზრებზე მათი წვდომა უნდა იყოს სტაბილური“, — აღნიშნა დავითაშვილმა.

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ბატკნისა და ცხვრის ხორცის, მათ შორის, გაყინული ხორცის — 2 მლნ დოლარის ღირებულებისა.

ყველა ახალი ამბავი
0