სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცხვრებში ვირუსის გავრცელებას უარყოფს

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიცხვრები
ცხვრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი სინჯები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერალურ ლაბორატორიაში (დიდი ბრიტანეთი) გადაიგზავნა.შემოწმებით დადგინდა, რომ ცხვრებში ინფექციური დაავადება არ ფიქსირდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოში წვრილფეხა რქოსან პირუტყვში ცხვრის კატარალური ცხელებაა (Bluetongue) გავრცელებული. 

ცხვრის ფარა - Sputnik საქართველო
საქართველოდან ვირუსის თავიდან აცილების მიზნით აზერბაიჯანმა შეზღუდვები დააწესა
 

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „აზერი პრესის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი დროებით ოფიციალურად აკრძალავს საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და ხორცის პროდუქციის იმპორტს. 

წლის დასაწყისში თბილისის მახლობლად ცხვრების დახოცვისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური შემოწმებები ჩაატარა. დამატებითი სინჯები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერალურ ლაბორატორიაში (დიდი ბრიტანეთი) გადაიგზავნა. 

შემოწმებით დადგინდა, რომ ცხვრებში ინფექციური დაავადება არ ფიქსირდება, რის შესახებაც ქართულმა მხარემ აზერბაიჯანსაც შეატყობინა. 


ყველა ახალი ამბავი
0