საქართველოდან ვირუსის თავიდან აცილების მიზნით აზერბაიჯანმა შეზღუდვები დააწესა

© photo: Sputnik / Viktor Chernov / გადასვლა მედიაბანკშიცხვრის ფარა
ცხვრის ფარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვში ვირუსი გავრცელდა. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარულმა სამსახურმა საქართველოდან პირუტყვის შეყვანაზე დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 29 იანვარი  – Sputnik. საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვში ვირუსი გავრცელდა, წერს „Sputnik აზერბაიჯანი“. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აიკრძალა საქართველოდან, კერძოდ კი ვარკეთილის რაიონიდან აზერბაიჯანში პირუტყვის იმპორტი.  

ვირუსის შესახებ ცნობილი საერთაშორისო ეპიზოოთიკურ ბიუროში გახდა ცნობილი, განაცხადა „Sputnik აზერბაიჯანთან“ ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა იოლჩუ ჰასანოვმა.

მისი თქმით, ცხოველთა დასნებოვნების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გავრცელდა და სწორედ იმ დროიდან აიკრძალა პირუტყვის შეყვანა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამ დროისათვის აკრძალვა მხოლოდ ვარკეთილის რაიონზე ვრცელდება, საქართველოს სხვა რეგიონებიდან კი პირუტყვის შეყვანა სპეციალური შემოწმების შედეგად, მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0