თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატი ირაკლი გივიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გივიაშვილი მოვალეობის შესრულებას 8 ივლისს შეუდგება და ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კორკელიას შეცვლის, რომლის უფლებამოსილება ამოიწურა.
ორშაბათს პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილმა გივიაშვილი მიიღო და მასთან ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილა. საუბარი შეეხო საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოლიტიკის პრიორიტეტებს. პრეზიდენტმა გივიაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ბოლო დრომდე გივიაშვილი საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის საკითხებზე მუშაობდა (2014-2010), ასევე ამზადებდა ანგარიშებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ.