საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას პირველად უხელმძღვანელებს

© FB / МИД Грузииზურაბ პოლოლიკაშვილი
ზურაბ პოლოლიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2018-2021 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართველი დიპლომატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე (2018-2021 წლები) აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

მამაკაცები ფაფახებში - Sputnik საქართველო
The Telegraph: საქართველოში მოსახლეობაზე მეტი ტურისტია

პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მადრიდში გამართული სესიის ფარგლებში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოდან კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველის პოზიციაზე აირჩიეს… საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

პოლოლიკაშვილს უკვე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე პოლოლიკაშვილის გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე დიდი წარმატებაა. ეს დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით წარმოჩინდეს. საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას გაეროში ასეთი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი არ ჰყოლია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.

2001-2005 წლებში „თიბისი ბანკში“ წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ „თიბისი ბანკში“ დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ დირექტორი იყო.

2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0