ვერეს ხეობის მონიტორინგი გრძელდება

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ
თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის სააგენტოს ჯგუფი მდინარე ვერეს ხეობაში მეწყრულ უბნებზე 24–საათიან მონიტორინგს აგრძელებს. სწორედ ვერეს ხეობაში მეწყრის ჩამოწოლამ გამოიწვია 2015 წელს წყალდიდობა თბილისში

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. გარემოს დაცვის სააგენტოს ჯგუფი მდინარე ვერეს ხეობაში მეწყრულ უბნებზე 24–საათიან მონიტორინგს აგრძელებს, ნათქვამია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუშინ თბილისში კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა. წყნეთი–ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დროულად გაწმინდა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა შეაჩერეს. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდა სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

"გეოლოგების რეკომენდაციით წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე რჩებიან სპეციალისტები, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში სპეციალისტები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ", – აღნიშნულია განცხადებაში.

სტიქიის შედეგების ლლიკვიდაცია თბილისში - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: შსს–ს ცხელ ხაზზე დაახლოებით 400 შეტყობინება შევიდა

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 11 ივნისს დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ზოგან ელჭექით, სეტყვის განვითარების შესაძლებლობა შემცირებულია, შესაძლებელია დროგამოშვებით იქროლოს დასავლეთის მიმართულების ქარმა.

12 ივნისს დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობისას სტიქიის ეპიცენტრი სწორედ გმირთა მოედანი–თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა იყო. ღამით მეწყერმა წყნეთი–ბეთანიის გზაზე გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა. მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. შედეგად ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0