საგარეო უწყებაში ოსორაულის ახლობლებთან შეხვედრა მისმა ძმამ პროტესტის ნიშნად დატოვა

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მათ არ აქვთ ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ გაეროს მისიის წყაროების ვარაუდით, ქართველი მფრინავი შესაძლოა ცოცხალი არ იყოს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მისნტრის მოადგილე ზვიად გონაძესთან კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

სოსო ოსორაულის ახლობლები სამინისტროში უწყების მიწვევით გამოცხადდნენ, თუმცა, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, შეხვედრა, პროტესტის ნიშნად, მალევე დატოვა დატყვევებული ქართველი მფრინავის ძმამ.

კონგოს პოლიცია - Sputnik საქართველო
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ბედი უცნობია

ზვიად გონაძის თქმით, სამინისტრომ ოსორაულის ოჯახს მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელიც დღეისათვის გააჩნიათ და გარდა ამისა, ჩააყენეს ისინი „საქმის კურსში დეტალურად იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინსიტრო ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდა“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მათ არ აქვთ ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ გაეროს მისიის წყაროების ვარაუდით, ქართველი მფრინავი შესაძლოა ცოცხალი არ იყოს.

„ვინაიდან ფაქტობრივი დასტური არ არის, მხოლოდ შეიძლება სავარაუდოდ იყოს საუბარი, გაეროს მისიამ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, იოსებ ოსორაული დაღუპულია“, — განაცხადა ზვიად გონაძემ.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სოსო ოსორაულის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელზეც ქართველი მფრინავის ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. აქციის მონაილეები საგარეო უწყებას ოსორაულის ადგილმდებარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასა და ტყვეობიდან დახსნას სთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0