სოფელ ნარვანში მდინარეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnikადიდებული მდინარე
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი გუშინ გვიან ღამით, ადიდებულ მდინარე ტილიანაში ჩავარდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცი გუშინ გვიან ღამით მთიდან მოვარდნილმა, ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

მეწყერი - Sputnik საქართველო
მეწყრის გამო ხაშურის სამი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

თანასოფლელების განცხადებით, ძროხა წაიღო მდინარემ, მან კი ძროხის გადარჩენა სცადა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა.

სოფელში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნარვანაში ორი საფეხმავლო ხიდი წაიღო.

გუშინ ძლიერმა წვიმამ და სეტყვა საქართველოს რამდენიმე რაიონს და თბილისს პრობლემები შეუქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0