მეწყრის გამო ხაშურის სამი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

© AFP 2024 / Diptendu Dutta მეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლები მოწყვეტილია გზას, გართულებულია სატელეფონო კავშირი.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ცოცხნარასთან დამაკავშირებელი გზა მეწყერმა ჩაკეტა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო

გზაზე მეწყერი და ხეები ჩამოწვა.

გზას მოწყვეტილია ასევე  სოფლები ოძისი და ცივწყარო. გართულებულია სატელეფონო კავშირიც.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ცოცხნარაში მწყემსი მდინარეში ჩავარდა. მამაკაცს პოლიცია და სამაშველო სამსახური ეძებენ.

გუშინ საქართველოში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სხვადასხვა რაიონში და თბილისში პრობლემები შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0