თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო.
აღნიშნული ფაქტი ჟურნალისტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ლომუაშვილმა დაუდასტურა.
სავარაუდოდ მამაკაცმა ადიდებული წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სოფელში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.