პროკურატურა „ბირჟა-მაფიას“ პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალას დაეთანხმება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. თბილისში რამდენიმე დღის წინ დაკავებული რეპ-ჯგუფ „ბირჟა მაფიას“  წევრები საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიკითხნენ, წერია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე რეპ–ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა

უწყება განმარტავს, რომ ვინაიდან ბრალდებულები სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ კანონდარღვევებზე მიუთითებენ, „პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე“.

ამ ეტაპზე ბრალდებულ მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რაც დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალგაზრდების ადვოკატები პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას მოითხოვდნენ.

„საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას“, — იუწყება პროკურატურის პრესსამსახური.

როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

ყველა ახალი ამბავი
0