კახა კალაძე რეპ–ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე სახის გადაცდომა ექნება ჩადენილი, ადეკვატურად დაისაჯოს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე სამართალდამცავის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ დაკავებული წევრების მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციას.

ვიცე-პრემიერის თქმით, საზოგადოება სამართალდამცველებისგან დახმარებასა და სიმართლის დაცვას ელის, ენდობა მათ და „ამიტომ არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ხელისუფლების, უწყების ხელმძღვალელობის ყურადღების მიღმა“.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ნარკოტიკების გამო დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა

„სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე“, — აცხადებს კახა კალაძე. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ის პირი, რომელსაც რაიმე სახის გადაცდომა ექნება ჩადენილი, ადეკვატურად დაისაჯოს.

„რაც შეეხება თვითონ მომხდარ კონკრეტულ ფაქტს, თვითეული ჩვენგანისთვის მიუღებელია… როცა ძალოვანი უწყების მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე, უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერაიზაციისა და პოლიციის რეფორმის დასრულების შემდეგ, ეს ყველაფერი მართლაც დასრულდება.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი და მოხარულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ (Rustavi2) ცნობით, ეს განცხადება კახა კალაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა.

შეგახსენებთ: მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, მათ ნარკოტიკები აღმოუჩინეს.

მომხდარ ფაქტს ახალგაზრდების ახლობლები და ოჯახის წევრები იმ ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად აფასებენ, რომელშიც მგალობლიშვილი და ქებურია მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს.
გუშინ თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ რეპ–ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გათავისუფლების მოთხოვნით აქციაც ჩაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0