თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ რეპ–ჯგუფის Birja Mafia წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაატარა.
მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავა. პოლიციის ცნობით, მათ ნარკოტიკები აღმოუჩინეს. ამას ახალგაზრდების ახლობლები და ოჯახის წევრები ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად აფასებენ, რომელშიც მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცალი ორგანოების წარმომადგენლებს.
აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალურ გამზირზე ჩირაღდნებითა და ლოზუნგებით ჩაიარეს „ხალხთან ბრძოლა უნდა დასრულდეს“, „კლიპის 3 წუთი = 20 წელი ციხეს“, „შინაგან საქმეთა მაფია“.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეპერები უკანონოდ დააკავეს და კლიპისთვის მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,5 გრამი MDMA, ხოლო ქებურიას შემთხვევაში — 2,3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.