საქართველოს პროკურატურა რეპერების საქმეს შეისწავლის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავარი პროკურატურის შენობა
მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს პერიოდში პროკურორები, მთი დაკავების მიზეზის დასადგენად, რეპერებს მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას დაკითხავენ

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა რეპ–ჯგუფის Birja Mafia წევრების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავების ვითარებას შეისწავლის, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მგალობლიშვილი და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გიორგი ქებურია პოლიციამ თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავა, რასაც ახალგაზრდების ახლობლები და ოჯახის წევრები ვიდეოკლიპისთვის ანგარიშსწორებად აფასებენ, რომელშიც მიუღებელ ფორმით მოიხსენიებენ სამართალდამცალი ორგანოების წარმომადგენლებს. ვიდეოკლიპი YouTube-ზე  არცთუ დიდი ხნის წინ აიტვირთა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ანგარიშსწორება თუ მართლმსაჯულება: თბილისში რეპერები ნარკოტიკებისთვის დააკავეს

„საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პროკურატურის პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.

საქმის შესწავლის თხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა ქვეყნის სახალხო დამცველმაც, რომელმაც პროკურატურას ოჯახის განცხადებაზე ყურადღების მიქცევა სთხოვა.

შსს–ს ინფორმაციით, პოლიციამ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,5 გრამი MDMA, ხოლო ქებურიას შემთხვევაში — 2,3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება  ამოიღო.

სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0