ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა

© photo: Sputnik / Виктор Толочкоლინას ლინკიავიჩუსი
ლინას ლინკიავიჩუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო
ლიტვა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თანა-თავმჯდომარეობით, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონია“, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის სხდომაზე განიხილება ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგში არსებული და ასევე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია  გაიმართება.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მოინახულა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლები, შამგონის დაზიანებული ხიდი, ენგურის ხიდი, სოფელ რუხის საავადმყოფო და ენგურის კაშხალი.

ყველა ახალი ამბავი
0