"კინოტავრზე" რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" აჩვენეს

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშირეზო გიგინეიშვილი "კინოტავრზე"
რეზო გიგინეიშვილი კინოტავრზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმ "მძევლების" პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილი "მძევლები" სოჭში რუსეთის კინოფესტივალ "კინოტავრის" ძირითად კონკურსზე წარმოადგინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ფილმი "მძევლები" თბილისში თვითმფრინავის გატაცების რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმის სიუჟეტის ცენტრში 7 ახალგაზრდაა, მათ შორის ერთი ქალი, რომლებმაც საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავ Ту-134-ის გატაცება სცადეს. 19 ნოემბრის განთიადზე სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო თვითმფრინავი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის დროს დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი მფრინავი, სტიუარდესა, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გამტაცებელთაგან ქალს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენები კი სიკვდილით დასაჯეს.

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკში"კინოტავრზე": მიხაილ ფინოგენოვი, რეზო გიგინეიშვილი, ვლადისლავ ოპელიანცი და ალექსეი კისილიოვი
Продюсер фильма Михаил Финогенов, режиссёр Резо Гигинеишвили, оператор Владислав Опельянц и креативный директор кинокомпании Небо, ресторатор Алексей Киселев (слева направо) - Sputnik საქართველო
"კინოტავრზე": მიხაილ ფინოგენოვი, რეზო გიგინეიშვილი, ვლადისლავ ოპელიანცი და ალექსეი კისილიოვი

პრემიერაზე გიგინეიშვილთან ფესტივალის ყველა სტუმარი მივიდა: რუსეთის კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ვიაჩესლავ ტელნოვი, რეჟისორები – პაველ ჩუხრაი, ვლადიმირ ხოტინენკო და ალექსეი უჩიტელი, ფესტივალის პრეზიდენტი ალექსანდრ როდნიანსკი, პოლიტიკოსი ირინა ხაკამადა, მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი მეუღლე ქსენია სობჩაკთან ერთად და სხვები.

კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
რეზო გიგინეიშვილი ფილმ „მძევლების“ შესახებ: ისტორიის ხელახლა დაწერა არ მინდოდა

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მსუბუქი კომედიების გადაღება, მაგრამ დღეს სხვა შემთხვევაა. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალს, ყველა ძალზე კეთილგანწყობილია, ჩვენ კოლეგებისთვის სიხარული ვისწავლეთ", – განაცხადა რეჟისორმა ფილმის საზოგადოებისთვის წარდგენისას.

გიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალზე პირადული სურათია.

"ფილმი საბჭოთა საქართველოში მომხდარ მოვლენებს ეფუძნება. დაკითხვის ოქმებს როცა ვკითხულობდი, ვერ გამოვყავი მოტივაცია, რომელიც კინოში მომგებიანი იქნებოდა. გმირებს ამოძრავებდა რაღაც ირაციონალური, რაღაც მოძრაობა თავისუფლებისკენ. მაყურებელი ნახავს იმ სამყაროს, სადაც დღეს ჩვენთვის ცხოვრება შეუძლებელია – ხელოვნური ზღუდეები, როდესაც გაზიანი სასმელი ან ჯინსი თავისუფლების სიმბოლო ხდება", – განაცხადა რეჟისორმა და დასძინა, რომ "თითოეული გმირი ღირსია, რომ ის დაიტირონ".

ყველა ახალი ამბავი
0