რეზო გიგინეიშვილი ფილმ „მძევლების“ შესახებ: ისტორიის ხელახლა დაწერა არ მინდოდა

© FB / Тина Далакишвилиკადრი ფილმიდან "მძევლები"
კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი თავისი ახალი ფილმის „მძევლების“ იდეის შესახებ, რომლის პრემიერა „ბერლინალეზე“ გაიმართა და საქართველოში 1983 წელს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ საუბრობს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რეზო გიგინეიშვილმა, ფილმ „მძევლების“ რეჟისორმა, რომელიც 1983 წელს თბილისში თვითმფრინავის გატაცების რეალურ ისტორიას ეფუძნება, განაცხადა, რომ ისტორიის ხელახლა გადაწერას ან დოკუმენტური სურათის გადაღებას არ აპირებდა. 

კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
გიგინეიშვილის „მძევლებს“ ბერლინალეზე აჩვენებენ

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით შვიდმა ახალგაზრდამ, მათ შორის, ერთმა ქალმა, თვითმფრინავი „ტუ-134“ ჩაიგდო ხელთ. 19 ნოემბერს, გამთენიისას სპეცრაზმმა თვითმფრინავი შტურმით აიღო. გავრცელებული მონაცემებით, მაშინ დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი პილოტი და ერთი ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. ქალს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს — სიკვდილით დასჯა.

 „ეს გასაგებია, ჩვენ ღმერთები არ ვართ, ჩვენ თვითმფრინავში არ ვყოფილვართ, არ ვიცით დაკითხვების მასალები როგორ იყო შედგენილი და საით მიჰყავდათ საერთოდ საქმე. საბჭოთა პროპაგანდამ გააკეთა ის, რომ ეს ახალგაზრდები შერაცხეს გარეწრებად და ყველაფერი დააბრალეს. შემდეგ კი დამოუკიდებელი საქართველოს კონტექსტში ამ ახალგაზრდების რომანტიზაცია მოხდა. თუმცა, არც პირველი, არც მეორე იარლიყების მინიჭება ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი“, — აღნიშნა გიგინეიშვილმა.

რეჟისორმა იმ პერიოდის პრობლემებზე ისაუბრა, როდესაც თითოეული ჩვენგანი სისტემის მძევალი იყო.

„მძევალი არის მშობელი, რომელსაც ეშინია, რომ მისი შვილი ეკლესიაში მიდის. ასევე პილოტი ან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თვითმფრინავში იჯდა და არაფერში არ იყო დამნაშავე. და ალბათ, საბჭოთა კავშირის მძევლები იყვნენ ის ახალგაზრდა ადამიანებიც, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეცდნენ. მაგრამ რამ მიიყვანა ეს ადამიანები თვითმფრინავამდე — ესეც კვლევის საგანი უნდა იყოს“, — განაცხადა კინორეჟისორმა. 

აღსარება - Sputnik საქართველო
ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრილერი გამოვიდა

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რომელიც გერმანიაში 9–19 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობს. გიგინეიშვილის სურათი ბერლინალეზე სექციაში Panorama Special აჩვენეს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მიხეილ გომიაშვილი.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ფილმის კოპროდიუსერია „ოსკარის“ მფლობელი ფილმის „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშჩინსკა.

ფილმში გაიჟღერა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოებმა "Styx".


ყველა ახალი ამბავი
0