თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტი შინიჩი კატაოკა თბილისში ორგანიზაციის რეგიონულ ოფიის გახსნის.
კატაოკა ვიზიტით ეწვევა საქართველოს და პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შეხვდება.
JICA-ს პრეზიდენტი იაპონელი ტყვეების მემორიალს ეწვევა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობა.
იაპონური სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. JICA-ს დახმარებით ქვეყანაში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული.
ერთ-ერთი მათგანია მაგისტრალ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მშენებლობა, რომელმაც რეგიონი სავაჭრო, სატრანზიტო და ეკონომიკურ ცენტრად უნდა აქციოს.
კატაოკას განზრახული აქვს დაათვალიეროს აღნიშნულ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებიც.
საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ქართულმა მხარემ დამატებითი ფინანსირება მიიღო 4,41 მლრდ იაპონური იენის (38,5 აშშ დოლარი) ოდენობით ზემოხსენებული მაგისტრალის მშენებლობისთვის.