ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო მიღებაზე დააჯილდოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო გამოფენაზე WinExpo 2017
ქართული ღვინო გამოფენაზე WinExpo 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის საუკეთესო ღვინოებად კომპანია „შუმის“ ღვინო ,,საფერავი გეორგიკა 2013“ და კომპანია „ქვევრის ღვინის მარნის“ თეთრი მშრალი ღვინო ,,ქვევრის მწვანე 2016“ აღიარეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpoGeorgia 2017-ის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონკურსზე როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების 43 კომპანიის 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი.

WinExpo Georgia: ქართული ღვინის მოყვარულთა დღესასწაული - Sputnik საქართველო
WinExpo Georgia: ქართული ღვინის მოყვარულთა დღესასწაული

გამარჯვებულებს ოქროს (26 მედალი), ვერცხლისა (36) და ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს.

წლის საუკეთესო ღვინოებად კომპანია „შუმის“ ღვინო,,საფერავი გეორგიკა 2013“ და კომპანია „ქვევრის ღვინის მარნის“  თეთრი მშრალი ღვინო,,ქვევრის მწვანე 2016“ აღიარეს.

გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

,,ნამდვილად შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რიცხვი. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო სწრაფად ვითარდება… უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საუკეთესო ღვინოებს წელს პირველად სპეციალური პრიზი „ტროფი“ (TROPHY) და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ.
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpoGeorgia 2017 9-11 ივნისს ჩატარდა. წელს გამოფენაში 11 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობდა. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

ყველა ახალი ამბავი
0