თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე WinExpo 2017 11 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო ღონისძიება.
თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეათე გამოფენაზე WinExpo 2017, რომელიც თბილისში 9-10 მაისს იმართება, 97 კომპანია შეიკრიბა, რომლებიც 170-ზე მეტი სახეობის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებენ.
გამოფენაში მონაწილეობს 11 ქვეყანა: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი და უკრაინა.
გამოფენის სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები, ასევე იშვიათი და ძვირფასი სახეობები, შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა ქართული საავტორო სუვენირები — WinExpo-ს ფარგლებში სახალხო ოსტატების პროდუქცია ცალკეულ სტენდებზეა წარმოდგენილი.