„ეკო-დეკო“ - ანუ საბავშვო, ეკოლოგიურად სუფთა დეკორაციები თქვენი პატარებისთვის

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძე
გვანცა სამხარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გინდათ, თქვენი პატარის ოთახი ეკოლოგიურად სუფთა დეკორაციებით გაალამაზოთ, მაშინ „ეკო-დეკოს“ უნდა მიმართოთ. „ეკო-დეკო“ არის ადგილი, სადაც თქვენი პატარის გარემოს გაფერადებაზე და გალამაზებაზე იზრუნებენ.

იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი გვანცა სამხარაძეა. მისი თქმით, „ეკო-დეკოს“ დაბადების იდეა მის შვილს უკავშირდება. დანარჩენს გვანცა თავად მოგიყვებათ…

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

- რა არის „ეკო-დეკო“?

— „ეკო-დეკო“ არის პირველი ქართული, განსხვავებული და ინდივიდუალურ მონაცემებზე მორგებული ბრენდი, რომელიც  საბავშვო დეკორაციებს აწარმოებს და მხოლოდ კოლოგიურად სუფთა, 100% უსაფრთხო საღებავს იყენებს. 

- როდის და რატომ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

— იდეა უკავშირდება ჩემს შვილს. სწორედ მისი ოთახის მოსაწყობად დავიწყე მოძიება, თუ როგორ  შეიძლებოდა მომეწყო ფერადი და რაც მთავარია, უსაფრთხო გარემო. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არ არსეbობდა ისეთი დეკორაციები, როგორიც ჩვენ გვსურდა.

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

სამი წლის განმავლობაში იდეა იდეად დარჩა. სამი წლის თავზე კი დაიბადა ჩემი ძმისშვილი პატარა ლიზა, რომლის დაბადებამ განმახორციელებინა ჩემი ჩანაფიქრის პირველი ეტაპი. სწორედ მისთვის შექმნილი დეკორაცია იყო პირველი. ლიზას დეკორაცია მაშინვე ინტერნეტ სივრცეში განვათავსეთ, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოყვა.მომხმარებლების ინტერესმა კი დაგვარწმუნა  ამ კეთილი საქმის აუცილებლობაში. დეკორაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ემოციური და განსხვავებული. ადრე მშობლები პატარის მონაცემებს თუ ფურცელზე იწერდნენ, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა მათთვის ყველაზე ძვირფასი ციფრები გადმოიტანონ სასურველ ხის დეკორაციაზე, რომელიც აუცილებლად განსხვავებული და უსაფრთხოა.

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

- რა ნივთებს მოიცავს „ეკო-დეკო“?

— ჩვენი კონცეფციაა გადმოვიტანოთ ხის სხვადასხვა ფიგურებზე ბავშვის დაბადების მონაცემები. მაგალითად გვირგვინზე, ღრუბელზე, ყვავილზე, გულზე და სხვა ნებისმიერ ფორმაზე, რომელიც, ვფიქრობთ, რომ განსხვავებული და ლამაზია.

„ეკო-დეკო“ ქმნის საბავშო ხის ჩარჩოებს, ხის თაროებს, საწოვარას საკიდებს, სიმაღლის გასაზომ სახაზავებს, მაგიდებს, სკამებს, საწოლებს, სათამაშოების ჩასაყრელ ყუთებს, საათებს, სათამაშოებს მაგნიტზე, სანათებს, ორსულთა ჩარჩოებსა და დღიურებს სახელწოდებით: „ჩემი ორსულობის დღიური”, რომელიც პირველად ჩვენ შევქმენით. ასევე ვაკეთებთ კედლის გასაფორმებელ დეკორაციებს, როგორიცაა ღრუბლები, მთვარე, დათუნიები, ირმები, ვარსკვლავები, საჰაერო ბუშტები და კიდევ ყველაფერს, რაც შეიძლება პატარას კომფორტსა და სიმყუდროვეს უქმნიდეს.

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

- ძირითადად რა მასალას იყენებთ ამ ნივთების შესაქმნელად?

— ჩვენი ძირითადი მასალა არის ხე და 100% უსაფრთხო საღებავი. ასევე ვიყენებთ ქაღალდს სხვადასხვა წვეულებების გასაფორმებლად.  ხე ავირჩიეთ იმიტომ, რომ სასურველი ფორმები ადვილად მივცეთ. დეკორაციები შევქმნათ ისეთი მასალისგან, რომელზეც მუშაობა უკვე კარგად ვიცით. ქაღალდისგან დამზადებული დეკორაციები კი ძალიან განსხვავებული და ლამაზია. ქაღალდის ეს აქსესუარები  წვეულებებს ძალიან უხდება, რა თქმა უნდა, ხის დეკორაციებთან ერთად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის საღებავებია რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ყველა პატარა უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, მშობლებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ეს დეკორაციები მათი შვილის ჯანმრთელობას არაფერს ავნებს. 

ჩვენი დეკორაციები მზადდება მთელი გულით, ისე, როგორც საკუთარ შვილს დავუმზადე.

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

- ეს ყველაფერი ხელით იქმნება? 

— „ეკო-დეკოს“ გუნდში შემოვიერთე ადამიანი, რომელიც არის მხატვარი და გრაფიკოსი. სწორედ ანა სარიშვილის დახმარებით იქმნება ყველა ის ნივთი, რასაც ჩვენი ბრენდი აწარმოებს. დეკორაციებს ვამუშავებთ ხელით, საჭიროების შემთხვევაში ვჭრით სპეციალური მანქანით, შემდეგ მთელი რიგი პროცედურები სრულდება ხელით. ასევე ხელნაკეთია ქაღალდის  დეკორაციები.

- რამდენად მარტივი იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მომხმარებლის კმაყოფილებით განისაზღვრება. ჩვენ თავიდან ჩამოვაყალიბეთ გეგმა, რომლის მიხედვით ყველა ჩვენი შექმნილი ნივთი იქნებოდა იდეალურთან მიახლოვებული, მთელი გულით გაკეთებული. შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი მაშინვე გამოსწორებადი. ამ და სხვა გეგმის შესრულებას კი ზედმიწევნით ვახდენთ, რათა ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, მათი შვილები უსაფრთხო, ნათელ და განსხვავებულ გარემოში იზრდებოდნენ.

© გვანცა სამხარაძის პირადი არქივიგვანცა სამხარაძის ნამუშევარი
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გვანცა სამხარაძის ნამუშევარი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლო გეგმებში ბრენდის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი დეკორაციების შექმნა და მაღაზიის გახსნაა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0