თამარ მამისაშვილის ზღაპრული თოჯინები, რომლებიც ერთი ნახვით გაყვარებენ თავს

© თამრიკო მამისაშვილის პირადი არქივითამრიკო მამისაშვილი
თამრიკო მამისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ მამისაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. მისი ინსპირაციის წყარო ლაურა ცენტოლინის თოჯინა გახდა. ამის შემდეგ იყო უძილო ღამეები, დაუღალავი შრომა და საოცარი შედეგი...

ქალბატონი თამარის მიერ შექმნილი თვალებხატულა თოჯინები ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან პოზიტიური და საყვარელი არიან. ისინი ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებენ, ერთი ნახვით დაგამახსოვრებენ და შეგაყვარებენ თავს.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

— ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას ერთ ერთი მთავარი ადგილი უკავია. პროფესიით მხატვარი გრიმიორი ვარ,  ვწერ, მაქვს გამოცემული როგორც პროზაული ნაწარმოებები, ასევე ლექსები. ეს ჩემი, თუკი შეიძლება ასე ითქვას,  ნარკოტიკია, რომელსაც სხვა, საოცარ სამყაროში გადავყავარ.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

- თოჯინების შექმნით როდის დაინტერესდით?

— ახლა ახალი „გასართობი“ მაქვს — თოჯინები. უცნაურია, მაგრამ ბავშობაში არასდროს მიყვარდა დედოფალები, გაყინული ცივი სახით. მახსოვს მახინჯი თოჯინით როგორ აღვფრთოვანდი, როცა პირველად ვნახე. სულ მქონდა სურვილი, რომ რეალური სახის თოჯინა გამეკეთებინა. ერთხელ ინტერნეტში ლაურა ცენტოლინის თოჯინა გოგონა ვნახე და დავკარგე მოსვენება, დავიწყე მასალის ძებნა. შემდეგ მოხდა საოცარი რამ, ჩემი მოსწავლის დეიდამ მომწერა ფეისბუკზე, შენს კედელზე ცენტოლინის თოჯინებს ხშირად აზიარებ და თუ ასე ძალიან გიყვარს, მე მასთან ვმუშაობ და თუ რამეში დაგეხმარება, მომწერეო. რომ წავიკითხე, სული შემეხუთა ბედნიერებისგან. მანვე გამომიგზავნა ერთი თოჯინის მასალა და ასე შეიქმნა პირველი თოჯინა ცერნიტით. ეს მასალა ყველაზე საუკეთესოა, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებულია.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

ყველაფერი ცოტა ადრე დაიწყო თეთრი, თვითშრობადი თიხით გაკეთებული ბებიით, რომელიც ძალიან უხეში გამოვიდა. თიხა მალე შრება და არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაუმატო ან მოაკლო რამე. მერე მოჰყვა ფუმფულა, მძივის თვალებიანი ჯუჯიკები, ელფები, რომლებიც გამჭვირვალე ხორცისფერი წინდით და სინტიპონით გავაკეთე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან პრიმიტიული მასალისგან იქმნება ეს თოჯინები, მათაც აქვთ თავისი ხასიათი, რაღაცნაირი თბილი და საყვარლები გამოდის. თუმცა ეს არ მაკმაყოფილებდა და ვეძებდი მასალას, რომლითაც შევძლებდი ნატურალურთან მიმსგავსებული სახეების შექმნას. ასეთი მასალა არის ფიმო თიხა.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

- ეს მასალა საქართველოშიც იშოვება?

— არა, ეს მასალა საქართველოში არ იყიდება. ერთი ძალიან საყვარელი და კეთილშობილი ქალბატონის წყალობით, ეს მასალა ჩემს ხელში მოხვდა და დაიწყო უძილო ღამეები და ჩემი თოჯინების დაბადება. ამ მასალამ ისე შემაყვარა თავი, რომ თუ დამიჯერებთ, სიზმარშიც კი თოჯინებს ვაკეთებ. 

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

- რა გზას გადის თქვენი თოჯინა, სანამ ბოლო სახეს მიიღებს?

— თოჯინის კეთება თავით იწყება. როგორც კი მოვხატავ თვალებს, გაუკეთებ მაკიაჟს და თმას. როგორც კი შემოგხედავს შენი შექმნილი არსება ცოცხალი თვალებით, მაშინვე გაყვარებს თავს და ცდილობ, მალე მოარგო ტანი, კიდურები, ტანისამოსი, თუ ფეხსაცმელი. ერთი ცუდი ჩვევაც მაქვს, ვერ ვდებ გვერდზე თოჯინას, ძალიან ვჩქარობ დამთავრებას, იმის  მიუხედავად, რომ ვმუშაობ და მათთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაინც ვახერხებ კეთებას.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

- თქვენი თოჯინები ცოტა სევდიანი არიან…

— ძალიან მიყვარს ჩემი თოჯინები. რატომღაც ყველა სევდიანი გამომდის. 

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

- ამ თოჯინებს მხოლოდ თქვენთვის ქმნით, თუ ყიდით კიდეც?

— ისეთი თვალებით მიყურებენ, რომ არასდროს მიფიქრია მათი გაყიდვა. გაჩუქებით კი გავაჩუქე ჩემი ორი ფუმფულა, სანდო და საყვარელ ადამიანებს მივაშვილე. სულ ვამბობდი, სიბერეში მინდა რამე საქმის კეთება, რაც მატერიალურადაც და სულიერადაც დამაკმაყოფილებს–თქო და აი, მგონი ვიპოვე ის, რაც მახალისებს, მავსებს და მომწონს.

© FB/ თამრიკო მამისაშვილითამარ მამისაშვილის ნამუშევარი
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თამარ მამისაშვილის ნამუშევარი

მე არ ვფიქრობ, რომ რასაც ვაკეთებ, სრულყოფილია, ნელ–ნელა დავიხვეწები და უკეთესი გამომივა. ახლა ახალ თოჯინაზე ვმუშაობ, რომელიც სტილითაც და აზრობრივადაც განსხვავდება უკვე შექმნილი თოჯინებისგან. როცა ჩავთვლი, რომ ჩემი თოჯინა დახვეწილია, მაშინ გავალთ გამოფენებზე, აქამდე რაზეც უარს ვამბობდი.


ყველა ახალი ამბავი
0