თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისში 15 და 16 ივნისს გაიმართება საქართველოსა და უკრაინის არასახელმწიფო და სამოყვარულო თეატრების სპექტაკლების ჩვენებები სახელწოდებით „შეხვედრები თბილისში“ (Зустрічей в Тбілісі).
მაყურებელი იხილავს ხარკოვის თეატრის DIY და თბილისის ექსპერიმენტული თეატრის Tilde სპექტაკლებს. წარმოდგენები გაიმართება „ახალი თეატრის“ სცენაზე (აღმაშენებლის 123).
„Зустрічей в Тбілісі–ს მიზანია მეგობარი ქვეყნების თანამზრახველების გაერთიანება მელპომენეს მსახურების ლამაზ ხელოვნებაში. თბილისის თეატრის სცენაზე მეგობრებს სტუმართმოყვარე ქართული ატმოსფერო ელოდებათ“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ Tilde–ს რეჟისორმა ოქსანა ჩადაევამ.
ხარკოველები თბილისში წარმოადგენენ კომედიას „ბავშვებივით“ – ესაა იასმინა რეზეს პიესის „ჭყლეტის ღმერთი“ მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი (რეჟისორი ოლეგ დიდიკი).
„ბავშვებივით“ – ესაა კომედია ურთიერთობებზე – ქმრებისა და ცოლების, უზრუნველყოფილი ადვოკატებისა და უბრალო გამყიდველების, კარიერისტებისა და დიასახლისების. მათ ერთი რამ აერთიანებთ – უფროსები ხანდახან ბავშვებივით იქცევიან.
Tilde წარმოადგენს ერიკ–ემანუელ შმიტის კომედია–ფარსს Libertin. ესაა ანეკდოტური ისტორია დიდი ფილოსოფოსის, დენი დიდროს ცხოვრებიდან.
თეატრი DIY არასახელმწიფო თეატრია, რომელიც ხარკოვში 2015 წელს შეიქმნა. კოლექტივის რეპერტუარში ხუთი სპექტაკლია.
Tildе თბილისის ექსპერიმენტული თეატრია, შეიქმნა 2004 წელს. ორჯერ გახდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „აღმოსავლეთი–დასავლეთი“ (პოლონეთი, კრაკოვი) ლაურეატი, 2017 წლის აპრილში მიიღო ფესტივალის ჯილდო „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“.